სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015'"-ის ორგკომიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილეს პაატა ნადირაძეს, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიდან სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისათვის ჩამოსატანი ოლიმპიური ცეცხლის იმერეთსა და ქუთაისში ცერემონიალის ჩატარების პროგრამა გააცნეს.
იმერეთის რეგიონში ოლიმპიური ცეცხლის ორგანიზაციული საკითხების კოორდინატორობა სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს რევაზ რობაქიძეს დაევალა. ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის ცერემონიალის ძირითად ადგილად დავით აღმაშენებლის მოედანი შეირჩა, სადაც 22 ივნისს საზეიმო კონცერტიც გაიმართება.