სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციში მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა. თათბირს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა 2 მაისს გვირილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი პროგრამის განხილვა იყო. მხარეებმა მუხნარის ტყე–პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ აქტივობებზე, ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობის, საკონცერტო პროგრამის უზრუნველყოფისათვის საჭირო ინვენტარზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. ქუთაისქალაქობა წელსაც მაქსიმალურად იქნება დატვირთული კულტურული, სანახაობრივი და სპორტული ღონისძიებებით. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს "თეატრალურ იმერეთზეც", რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდება და რომელსაც უკვე მე–4 წელია საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი აქვს. "თეატრალური იმერეთი" 22 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნება.
დღესვე, მხარეებმა იმერეთის რეგიონში 2018 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |