სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიშავილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. საუბარი რეგიონში გარემოს დაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ჩასატარებელ ღონისძიებებსა და სამინისტროს ახალ პროექტებს შეეხო. ასევე, ყურადღება გამახვილდა აზიურ ფაროსანასთან საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებების ჩატარებასა და მონიტორინგზე.
შეხვედრას ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |