სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
2017 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 123. 855. 228 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის იყო გამოყოფილი. მუნიციპალიტეტებში ცენტრალურ გზებთან ერთან აქტიურად მიმდინარეობდა შიდა საუბნო გზების, ჩიხებისა და სოფლების მიმართულებით მშენებლობა. კვლავ პრიორიტეტი იყო სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების, სპორტული მოედნების მოწყობა, კულტურული დაწესებულებებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, 2017 წელს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განხორციელდა. წელს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები და მუნიციპალიტეტებში ათასობით მიწის ფართობი გასარწყავდა.
ასევე, იმერეთში ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა მოსახლეობის წყლით, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |