სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებული და მიმდინარე ობიექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა განახორციელეს.
სოფელ ლეღვანსა და ვანში უკვე დასრულდა გზის მოწყობის სამუშაოები, ჯამში 8 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, რომლის ღირებულებაც 1 490 742 ლარს შეადგენს. სოფელ ღარიხევში კი დასრულების ეტაპზეა გზის დაგების პროცესი, სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარია გამოყოფილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 26 სოფლამდე მისასვლელი გზა გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. პრიორიტეტი მაღალმთიან სოფლებს ენიჭებოდა.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ საჭიროებებსა და პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |