სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 22 მარტს მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წყლის რესურსების დაცვისა და გაფრთხილების კამპანიას წელს პირველად მასშტაბური ღონისძიებებით შეურთდა წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, რომლებიც 2017 წელს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრები გახდნენ.
წყალტუბოში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
,, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ევროპის თერმული წყლების ასოციაციაში იმერეთი რეგიონი წარმოდგენილია წყალტუბოსა და ბაღდათის სახით. ეს მუნიციპალიტეტები როგორც ისტორიულად თერმული მნიშვნელობის მქონე ქალაქები საქართველოდან ჩართულები არიან ევროპის კულტურულ მარშუტებში, დღეს წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლხედველობა და კეთილგანწყობა წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ’’ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტმა კი კურორტ საირმეში აღნიშნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად საირმის წყლის ქარხანა დაათვალიერეს.ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თემატურად შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და სიმბოლურად ასფალტი მოხატეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |