სიახლეები

იმერეთში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

21 მარტი, 2018

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლა.

ბავშვთა გასართობ ცენტრში პატარებს სპეციალური პროგრამა წარმოუდგინეს, რომელშიც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ღონისძიება სიმბოლური ფოიერვერკით დასრულდა.