სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გია დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. პროცესის მიმდინარეობას ხობის მუნიციპალიტეტში ადგილზე გეცნენ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |