სიახლეები

შეხვედრა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში

2 მარტი, 2018

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში,  ევროკავშირის ინიციატივის„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ასევე, პროექტში გაწევრიანებული და წევრობით დაინტერესებული იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები.  

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას იმერეთის მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალისა და ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი მუნიციპალიტეტებისთვის არსებული პროდუქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის ბოლოს კლუბში გაწევრიანებულ იმერეთის მუნიციპალიტეტებს  კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ახალი ინიციატივაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელმაც 2017 წლის იანვარში დაიწყო ოპერირება. ინიციატივის მიზანია დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მერებს და მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში მათ მუნიციპალიტეტებში.