სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, უკრაინის ელჩსსაქართველოში იგორ დოლგოვს უმასპინძლა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე–მერი ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა უკრაინასა და იმერეთის რეგიონს შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრეს, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა უკრაინის ელჩთან ერთად, ჩერნობილელთა ხსოვნას მიაგო პატივი და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სექტემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |