სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საზოგადოებრივი ცენტრი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულშიც ამოქმედდა. კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდნენ.
კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მე-20 ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვარის, ფოკას, ხიდისთავისა და ნუკრიანის მოსახლეობას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |