სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაციები, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს ორ რეგიონს შორის ურთიერთობების გააქტიურების მიზნით, ერთობლივი პროგრამებისა და სამომავლო ურთიერთობების განხილვა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ვაშის საგრაფოს გენერალურ ასამბლეაში, პრეზიდენტთან და ასამბლეის წევრებთან. მხარეებმა ტურიზმის ხელშეწყობისა და საჯარო მოხელეების გადამზადების კონკრეტულ საპროექტო წინადადებების განხილვაზე იმსჯელეს. აღნიშნულ წინადადებებს ასევე, უერთდება ზლინის (ჩეხეთი) რეგიონი, რომელთანაც სამხარეო ადმინისტრაციამ გასულ წელს თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. ზლინისა და ვაშის რეგიონებს უკვე აქვთ ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ევროპული ფონდებისათვის საპროექტო წინადადებების განხილვის დროს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა წყალტუბოსა და სენტგოტჰარდის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი ესწრებოდა.
სექტემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |