სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვდა

26 თებერვალი, 2018

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის ვიცე–მერი იუზა უგულავა ესწრებოდნენ. მხარეებმა იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის არქიტექტურულ–ქალაქთნმშენებლობითი პოლიტიკის სრულყოფაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება რეგიონის არქიტექტურულ–ქალაქთმშენებლობითი პრობლემების ანალიტიკურ შესწავლასა და მათი გადაჭრის გზების ჩამოყალიბებას.