სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" ჩვენება გაიმართა. პრემიერას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. გერმანიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ექვთიმეს როლის შემსრულებელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ჩამოვიდა.
ნიკოლოზ ხომასურის ფილმი "ექვთიმე ღვთისკაცი" - საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
ფილმის ჩვენება "კინო საქართველოში", ერთდროულად 4 დარბაზში მოეწყო, რის შემდეგაც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოხდა ფილმის განხილვა.
ფილმის ბიუჯეტი 320 ათასი დოლარია. კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |