სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე კატარში მიემგზავრება.
21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით წყალტუბოელი სპორტსმენები საქართველოს სახელით ისრაელის, გერმანიის, ჩეხეთისა და რუმინეთის სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულმა გუნდმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ მორიგ სასკოლო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
გუნდის წევრებს, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი შეხვდნენ. მათ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვეს.
იანვარი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |