სიახლეები

ვანში 3 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 თებერვალი, 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი  რეგიონში  სოციალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ვანშიც. მარტიდან ქალაქს  სამი ახალი  დასვენების ობიექტი შეემატება. ეპარქიის მიმდებარე არსებული სკვერის განახლება ათეული წლებია არ მომხდარა. შედეგად მთლიანად  მოშლილი იყო  დასასვენებელი ობიექტის ინფრასტრუქტურა. პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პარალელურად კიდევ ორი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება.  ჯამში სამივე სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.