სიახლეები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

14 თებერვალი, 2018

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგიოლე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.

მხარის პირველმა პირმა 2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა და რეკომენდაციები გასცა. ასევე, 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე და რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

დღესვე, სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეიქმნა და ახალი შემადგენლობით დამტკიცდა. ჯგუფის წევრები იმერეთის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები არიან.

შეხვედრას მათი ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაესწრო. მათ იმერეთის მხარეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავის მხრივ კი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს.