სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 335 222 ლარია. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ.
საჭადრაკო სკოლის შენობა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული და ამ დრომდე რეკონსტრუქცია არ მომხდარა. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი წითელი და მწვანე დარბაზი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი. ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები.
სამუშაოები ივნისში დასრულდება. საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას ზაფხულიდან შეძლებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |