სიახლეები

საქართველომ ბელგიის ნაკრები 47:0 დაამარცხა

10 თებერვალი, 2018

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბელგიის ნაკრებს ქუთაისის "აია არენაზე" უმასპინძლა და ანგარიშით - 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად ვეტერანმა მორაგბემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ შეასრულა.