სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს წლების განმავლობაში ძველი საავადმყოფოს შენობაში გამოყოფილ ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით. მარტიდან მუნიციპალიტეტს თანამედროვე ცენტრი მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივებისთვის მომსახურების ხარისხს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 130 000 ლარია. მშენებლობაზე 11 ადამიანია დასაქმებული.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |