სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლების, როხის და სალომინაოს გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტისსაფარი, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრეარხები და რკინა-ბეტონის მილხიდები. ამ ეტაპზე4 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს გზებზე კომფორტულად გადაადგილდეს.
პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |