სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური გარემო და წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას.
მშენებლობის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის განხორციელება მრავალწლიან პრობლემას სრულად აღმოფხვრის. ათეულობით წლის განმავლობაში ფეკალური მასები მდინარე წყალტუბოში ჩადიოდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 778 378 ლარით არის დაფინანსებული. დონორი კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოა ( SIDA). მშენებლობის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |