სიახლეები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

25 იანვარი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. პროექტს „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში" ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. მის მიზანს საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზი და ძირითადი გამოწვევების გამოვლენა წარმოადგენს.

შეხვედრას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა იმერეთის რეგიონში სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზეიმსჯელეს და ძირითადი პრიორიტეტები გამოავლინეს.