სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
პარლამენტის დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. ასევე,საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები) დაეთვალიერებინა, რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშა არის გამოსახული.
ღონისძიებაზე, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ გახსნა, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
საზეიმო მიღებაზე თბილისის ბიჭუნათა კაპელამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |