სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო”-ს ეგიდით იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში შექმნილ მხარის რეგიონული ჰაბი/HUB პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
ღონისძიების მიზანი იყო იმერეთში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე , რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს, შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია.
ღონისძიება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |