სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ტრადიციულად ალილო მოეწყო. შობის მახარობლები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. შობის საზეიმო მსვლელობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. შობის მახარობლები ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ. შეგროვილ სურსათ–სანოვაგეს კი დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებს შობის დღესასწაული მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეემბა მიულოცეს.
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა იმერეთის
12-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |