სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში დიმიტრი მხეიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2018 წელი სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები სასწრაფო–სამედიცინო ცენტრის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდნენ და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მადლიერების სახლშიც მივიდნენ და ბენეფიციარებს ახალი 2018 წელი მიულოცეს.
ასევე, დაესწრნენ კონცერტს, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |