სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში 4 საბავშვო ბაღის არსებულ შენობებს მიშენებები უკეთდება. ოთხივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დამატებითი ჯგუფები განთავსდება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერეს.
,, რეგიონის მასშტაბით სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია მუდმივი პროცესია. არსებული შენობები ათეული წლებია საჭიროებს განახლებასა და გაფართოებას. ამ სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ და მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პატარებს შევუქმნათ სათანადო პირობები და კეთილმოწყობილი გარემო"-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |