სიახლეები

იმერეთის რეგიონის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

21 დეკემბერი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან  იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

თორმეტი ყველაზე წარმატებული სპროტსმენის დაჯილდოვების ცერემონიას ასევე, ესწრებოდნენ: იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი გიორგი იობაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძება ART - გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.