სიახლეები

ახალი პროექტის პრეზენტაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

21 დეკემბერი, 2017

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის "იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო" ახორციელებს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი ნინო თვალთვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, იმერეთის მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21 – ე თავის – "რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე" შესახებ.