სიახლეები

სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია

19 დეკემბერი, 2017

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის, გარდაცვლილი სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო ღონიძიება გაიმართა. საქველმოქმედო აქციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია და წევრები ესწრებოდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქციაზე სოფო ბობოხიძის მიერ გადაღებული ფოტოები შეიძინეს. შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე პირს გადაეცემა.

ღონისძიება ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით მოეწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქველმოქმედო აქცია ტრადიციული გახდება და მომავალ წელსაც გაიმართება.