სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა

18 დეკემბერი, 2017

მსოფლიო ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს, გამარჯვება მშობლიურ მხარეში მიულოცეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა,ქართველ ძალოსანს საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანისთვის, ასევე, ღირსეული გამარჯვებისთვის,მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.