სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს, ქუთაისში მდებარე სინაგოგაში, ებრაული დღესასწაულის "ხანუქას" სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ესწრებოდნენ.
ხანუქას დღესასწაული დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და რვა დღე გრძელდება. დღესასწაული ტაძრის განწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავია, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოდ იქცა.
"მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაული მივულოცო. ქუთაისს ებრაელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ტრადიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ეს დღესასწაული ჩვენს ქალაქში ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. ეს არის განახლების, სამართლიანობისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |