სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერეს. სოფელ საქარიქედში უკვე დასრულდა 2 200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 178 800 ლარს შეადგენს.
სოფელ კიცხში ამორტიზებული გზის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს, ლახუნდარაში კი ეკლესიასთან მისასვლელი 2350 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 – ზე მეტი ლარით დაფინანსდა.
აკადემიკოს ევგენი ხარაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის სახლ – მუზეუმამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდა. ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში აკადემიკოსის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაციაც იგეგმება. დღესვე, ევგენი ხარაძის შემოქმედება გაიხსენეს და ასევე, ნაწყვეტი წარმოადგინეს ლიტერატურული თეატრის სპექტაკლიდან „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“, რომელიც აკადემიკოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |