სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავის და დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მონაზონ ელენე ნაფეტვარიძის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. მის წიგნში, "სიყვარულით მშენებელი", ყველა ლექსი და მოგონება პატრიარქს ეღძვნება.
საიუბილეო საღამოს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი, იმერეთში სახელმწიფო რმწუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ერის სულიერ მამას. მიხარია, რომ ასეთი ლამაზი და შემოქმედებითი ღონისძიება მოეწყო დღეს ჭიათურაში. ვისურვებდი, მსგავსი საღამოები სხვა ეპარქიებშიც მოეწყოს". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |