სიახლეები

შეხვედრა დამსაქმებლებთან აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტში

5 დეკემბერი, 2017

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს შეხვდნენ. დამსაქმებლებმა სამუშაოს მსურველებს საკუთარი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტი ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით „განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნულ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის ვიცე მერთან, გიორგი იობაშვილთან ერთად დაესწრო და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ რეალურ დამსაქმებლებს და მიეღოთ მათგან ინფორმაცია პრაქტიკასთან ან დასაქმებასთან დაკავშირებით.