სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ქართული დაფნა“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.
საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.
2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 75 საწარმო.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველო - ბიზნესის“ ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |