სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისი-სამტრედია სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. მშენებლობისთვის 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების 60 პროცენტი უკვე შესრულებულია და წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოსახლეობას მალე აღარ ექნება.
ადგილობრივები გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა, ვინაიდან დაახლოებით 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთან დაკავშირება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |