სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხონის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათავლიერეს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 130 000 ლარამდეა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, რომელიც დღემდე ხონის საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, დეკემბრის ბოლოდან ახალი, თანამედროვე ტიპის შენობა მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |