სიახლეები

ფეხბურთის ტურნირი წყალტუბოში

13 ნოემბერი, 2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თენგიზ სულაბერიძისა და იუზა ლოსაბერიძის სახელობის ტურნირები ჩატარდა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 2004 და 2006 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის გამოვლინდა. დაჯილდოვების ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

სოკარის განვითარების თასის გათამაშებაში იმერეთის რეგიონიდან 300 – ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.