სიახლეები

იმერეთის გუბერნატორის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში დასრულდა

8 ნოემბერი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ზლინის რეგიონის გუბერნატორს ირჟი ჩენეკის შეხვდნენ. მხარეები შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამომავლო ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიან ელჩი ჩეხეთში ზაზა გოგსაძეც ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ზლინში, რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებსა და ბიზნესმენებს შეხვდნენ. იმერეთში და კერძოდ, ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ კურორტ ლუჰაჩოვიცესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ტურისტული კუთხით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე დაიგეგმონ და ერთობლივად სხვადასხვა პროექტები განახორციელონ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, მათ შორის იყვნენ ჩეხური იარაღის ,,ჩეზეს“ საწარმოში.

ქართულმა მხარემ ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ზლინში არსებული ღირშესანიშნაობები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ზლინის რეგიონის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი იმერეთში.