სიახლეები

პროექტების მონიტორინგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

31 ოქტომბერი, 2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში ამ დრომდე სკოლამდელი დაწესებულება არ ფუნქციონირებდა, ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები 174 444 ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებული საბავშვო ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ გახსნეს.

დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განახორციელეს. ხუნევის, ბორითისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზების მობეტონების სამუშაოები. პროექტების საერთო ღირებულება 800 000 – მდე ლარს შეადგენს.

2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯა.