სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული "ბაღდათობა 2017", მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
"ბაღდათობა 2017" – ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, საპატიო ბაღდათლების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
საერთო სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |