სიახლეები

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი ქუთაისში

22 ოქტომბერი, 2017

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მომღერალ ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ რუსული რომანსები და ცნობილი კომპოზიციები მოესმინათ. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ნანი ბრეგვაძესთან ერთად სამუსიკო ნომრები შეასრულა ეკა მამალაძემაც. მუსიკალური გაფორმება ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით შედგა. საიუბილეო საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია ,,სოკარი“ და არტ ცენტრი ,,მარიოტი”. კონცერტის ერთ–ერთი ორგანიზატორი მსახიობი ალეკო გიგაური იყო.