სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს. მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელს 14 სოფელი (129 კომლი) სრულად გაზიფიცირდა, ხოლო 47 სოფელში გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |