სიახლეები

ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა

10 ოქტომბერი, 2017

ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნა.  ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორი აზერ მამმადოვი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

სასწავლო ცენტრი თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად და პროფესიონალური უნარების  სრულყოფის, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში ერთიანი პოლიტიკის რეალიზაციის და უზრუნველყოფის მიზნით არის  შექმნილი.