სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში რეგიონული მნიშვნელობის ახალი კლინიკა გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თანამედროვე ინფექციური პროფილის დაწესებულებაში ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი. ახალი სამედიცინო დაწესებულება 70 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატა განსაკუთრებით საშიში ინფექციებისთვის არის განკუთვნილი. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, უზრუნველყოფილია თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ახალი კლინიკის მოწყობისთვის შპს „ლჯ და კომპანიამ“ 5 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, პროექტი 18 თვეში დასრულდა. კლინიკაში 200 ადამიანი დასაქმდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |