სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სმენადაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად, გამოკვლევები ჩატარდა. სტოკჰოლმიდან ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფმა საჩხერის მუნიციპალიტეტის I-III კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სურვილის შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანებიც შეამოწმა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევით 1000 – ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა, აქედან 30 – ს სმენის პრობლემა აღმოაჩნდა. ისინი საუკეთესო ხარისხის ციფრულ სასმენ აპარატს უსასყიდლოდ მიიღებენ.
აღნიშნული პროექტი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა, დღეს დასრულდა. დახურვის ცერემონიას შვედეთის ელჩის მოადილე გუსტავ ვინსტრანდი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე ესწრებოდნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |