სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში სოციალურად დაუცველ 80-მდე ოჯახს ბინა გადაეცა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსაფარ ადამიანებს გასაღები გადასცეს.
სოციალური საცხოვრისი 350-მდე ადამიანზეა გათვლილი და ბენეფიციარებს 5 წლიანი სარგებლობის ვადით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადაიხედება და შესაბამისი ღონისძიება გატარდება.
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა. პროექტი უპრეცედენტოა და მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.
![]() |
ივნისი 2023 | ![]() |
||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 |