სიახლეები

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ შვეიცარიის ელჩი მიიღო

29 სექტემბერი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი მიიღო. იოსებ ხახალეიშვილმა ელჩს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელიც შვეიცარიის მხარდაჭერით ხორციელდება. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელონ.